ოსტატი
თეა იაკობაშვილი
599 172 529
t_iakobashvili@yahoo.com
მინანქრის ოსტატი თეა იაკობაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ოჯახმა განაპირობა მისი განსაკუთრებული ინტერესი და დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ. მას ბავშვობიდან უყვარდა ხატვა, გატაცებული იყო ფოტოგრაფიით და გარკვეული პერიოდი მუშაობდა გრაფიკულ დიზაინშიც. თუმცა ხელოვნების ამ დარგების გარდა ბავშვობაში მინანქრითაც იყო დაინტერესებული. „მახსოვს ყოველთვის დიდი ინტერესითა და აღტაცებით ვათვალიერებდი მინანქრის იმ უნიკალურ კოლექციას, რომელიც ოქროს ფონდში ინახება, ხელოვნების მუზეუმში, შესაბამისად ძალიან გამიხარდა როდესაც XX საუკუნის მეორე ნახევარში მინანქრის დაკარგული ტექნოლოგიების აღორძინება დაიწყო: შეიქმნა სახელოსნოები და სასწავლო სტუდიები, გაიხსნა საგანგებო სალონები, მეც დიდი ენთუზიაზმით ვადევნებდი თვალს ამ ყოველივეს და ვაშუქებდი როგორც ჟურნალისტი.“-ამბობს ოსტატი. მინანქარზე სიუჟეტების გარდა თეამ სცადა მასაც ემუშავა ამ ტექნოლოგიაში, ამიტომ შვიდი - რვა წლის წინ კი, თავადაც სცადა რამდენიმე ნამუშევრის შექმნა და როგორც თვითონ აღნიშნავს, მას შემდეგ იმდენად გაიტაცა მინანქარზე მუშაობამ, რომ მუდმივ შემოქმედებით ძიებაშია და თავს ვერ ვანებებ. ოსტატი ქმნის სხვადასხვა ფორმისა და ფერების სამკაულს გულსაკიდს, ბროშს, ბეჭდებს და ა.შ.