ტრადიციული რეწვის ოსტატების ბიზნეს უნარების გაძლიერება სამეგრელოს რეგიონში
პროექტი მიზნად ისახავდა ტრადიციული რეწვის ოსტატების ბიზნეს უნარების გაძლიერებას სამეგრელოს რეგიონში. პროექტი მოიცადა არსებული რესურსების წინასწარ კვლევას, პოტენციურ ბენეფიციართა შერჩევას და პროდუქტის განვითარების ტრენინგებს, ვორქშოპებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ბაზარზე ორიენტირებული ხელნაკეთი პროდუქციის ახალი ხაზების შემუშავების მიზნით.
სამეგრელოს რეგიონში წინასწარი კვლევების საფუძველზე შეირჩა ბენეფიციარები. აქტივობების პირველი ნაწილი მოიცავდა ზოგად ტრენინგებს ბიზნეს უნარების (ფინანსური საკითხები) და რეწვის პროდუქტების განვითარებაში.
ტრენინგები
ჩატარდა ტრენინგი ხელნაკეთი პროდუქციის განვითარებასა და ბიზნეს უნარების გაძლიერებაში.
ტრენინგები მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- საერთაშორისო და ადგილობრივი რეწვის ბაზრის მოთხოვნები (ხელნაკეთი პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა);
- რეწვის ბაზრის ტენდენციები მსოფლიოში
- პროდუქციის დივერსიფიკაცია: ახალი ფუნქციონალური ჯგუფები, ინოვაციური დიზაინები, კოლექციები (ადგილობრივი ტრადიციები, მუზეუმის ობიექტები და ტექნიკა, როგორც შთაგონების წყარო)
- ნამუშევრის ბრენდინგი და წარდგენა: ლოგოები, შეფუთვა საინფორმაციო თეგები და მათი მნიშვნელობა;
- ხარისხი და სტანდარტები - საერთაშორისო ზომა, ფერი, მასალის სტანდარტები
- რეწვის პროდუქციის წარდგენა, თანამედროვე გამოფენის მეთოდები.
ბიზნეს უნარების განვითარების ტრენინგი
ტრენინგები მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- რეწვის ბიზნესის სამართლებრივი სტატუსი (დადებითი და უარყოფითი მხარეები);
- სტარტაპებისთვის სახსრების მოზიდვის შესაძლებლობები;
- მარკეტინგული არხები და კლიენტებთან კომუნიკაცია;
- პროდუქტის ფასი;
- სოციალური მედიის მენეჯმენტი;
- ხელოსნობის პროდუქტები და ინტელექტუალური საკუთრების უფლება;
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ინფო ტური ტურტისტული სააგენტოებისთვის და ასევე ტრენინგი ტრადიციული რეწვის სახელოსნოებისთვის ტურისტული სერვისის გაუმჯობესებისთვის.
პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქცია, რომელთა დიზაინი შეიქმნა ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის მოტივებზე, წარმოდგენილი იყო სარალიზაციოდ სხვადასხვა ობიექტებში, როგორც სამეგრელოს რეგიონში ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და გამოფენა-გაყიდვებზე.
გამოიცა სამეგრელოს რეგიონის ტრადიციული რეწვის სახელოსნოების გზამკვლევი. ორენოვანი გზამკვლევი ვიზიტორს აწვდის ინფორმაციას იმ სერვისების შესახებ, რომელსაც თითოეულ სახელოსნოს შეუძლია შესთავაზოს ვიზიტორს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას, როგორიცაა ვიზიტის საათები, GPS კოორდინატები და ა.შ. აღნიშნული გზამკვლევები გავრცელდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც გაიმართა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე. ფესტივალი, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ. ფესტივალმა შეკრიბა 150 ხელოსანი საქართველოდან და საზღვარგარეთიდან, რათა ეჩვენებინა ხელოსნობის სფეროების მრავალფეროვნება და გაეუმჯობესებინა ხელოსნების სახელოსნოების ინტეგრაცია ტურისტულ მარშრუტებში. ფესტივალზე USAID ზრდა პროექტის 50-მდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ საშუალება წარმოედგინათ და გაეყიდათ თავიანთი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის და ამავდროულად გაეცნოთ სხვა ოსტატების ნამუშვრები.