...
გულისა წიკლაური

579 022 655

tsiklauri.gulisa@gmail.com

ფიზიკური პირი

ქარგვის ოსტატი გულისა წიკლაური ცხოვრობს თბილისში, მაგრამ წარმოშობით მთიულია, რამაც განაპირობა მისი ინტერესი, განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება ქარგვისადმი. პროფესიით ჟურნალისტს ბავშვობიდან ჰქონდა სურვილი დაუფლებოდა ტრადიციული ხელსაქმეს, ხოლო საფუძვლიანად შეისწავლა სამების სამრევლო სკოლაში ქალბატონ ელისო არაბულთან. როგორც ოსტატი აღნიშნავს, მისი შთაგონების წყარო ქართული ტრადიციების სიყვარულია და თავის ნამუშევრებში მუდმივად ცდილობს ტრადიციული ნაქარგობა თანამედროვე სივრცეში გააცოცხლოს და შექმნას სხვადასხვა ტიპის აქსესუარები, როგორცაა საფულეები, ჩანთები, საყურეები, სამაჯურები და ა.შ. გულისა მუდმივად ცდილობს, დახვეწოს ხელობა და გაამრავალფეროვნოს თავისი ნამუშევრები, გამოიყენოს და შეუხამოს ფერები ერთმანეთთან ისე, როგორც ძველად ამას მქარგველი ქალები აკეთებდნენ. ოსტატი აქტიურად იღებს მონაწილეობას გამოფენა-გაყიდვებში, მისი ნამუშევრები ასევე გაიყიდება მაღაზია „ეთნოდიზანში“.