გზამკვლევის პრეზენტაცია

რაღაც ტექსტი.

სიახლეებზე დაბრუნება

7აგვისტოს ჩვენი ასოციაციის ორგანიზებით და USAID Zrda Activity in Georgia პროექტის ფინანსური ხელშეწყობით, პროექტის „ქვემო ქართლის რეწვის ოსტატების ბიზნეს უნარების გაძლიერება“ ფარგლებში გაიმართა ქვემო ქართლის სახელოსნოების გზამკვლევის პრეზენტაცია ბოლნისის ახლადგახსნილ მუზეუმში. გზამკვლევში შესულია ინფორმაცია 30-მდე ადგილობრივი სახელოსნოს სერვისების შესახებ.

გარდა ამისა, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა რეგიონში არსებული რეწვის სახელოსნოების ინფოტური. ღონისძიება მიზნად ისახავდა ამ რეგიონში არსებული სახელოსნოების პოპულარიზაციას და მათი ტურისტული პოტენციალის ამაღლებას.

ტურის ფერგლებში ვესტუმრეთ:

  • ხალიჩების სახელოსნო reWOVEN, ქოსალარში
  • ოთარ ვეფხვაძის კერამიკის სახელოსნოს, თეთრიწყაროში
  • ლევან მეტრეველი ზარების სახელოსნოს, ასურეთში
  • ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ეროვნულ მუზუემთან და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით.

 

 

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}