პროექტის პრეზენტაცია
სიახლეებზე დაბრუნება
დღეს ჩატარდა პროექტის „ექო თიხაში: ქართველი და ამერიკელი კერამიკოსების კულტურული დიალოგი და თანამშრომლობა“ პრეზენტაცია და მასტერკლასი. ონლაინ მასტერკლასს თემაზე “ქვის მასის კერამიკა ნიუ მექსიკოში ერთი კერამიკოსის მიდგომა“ გაუძღვა თეო ჰელმშტადტერი, გრინ რივერ ფოთერის, (სანტა ფე, ნიუ მექსიკო), დამფუძნებელი. პროექტის მხარდამჭერია აშშ საელჩო თბილისში/კულტურისა და განათლების მცირე გრანტების პროგრამა.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და აშშ ში კერამიკული ტრადიციების და ტექნიკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ ორი ქვეყნის კერამიკოსებს შორის სამომავლო შემოქმედებითი და სამეცნიერო კავშირების და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ღონისძიება ჩატარდა ფესტივალის “კერამიკის ალქიმია“ 22-29.10.2021 პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოციალური საწარმო და არტ სტუდია ანდამატი გამართა აჭარის მუზეუმის ინსტიტუციური მხარდაჭერით.