...
თათია თვალაძე

598 797 219

tatjatvaladze@gmail.co

ფიზიკური პირი
თბილისი

ხეზე კვეთის სახელოსნო „ქათამურა“, მდებარეობს თბილისში. სახელოსნო დამფუძნებლები და ოსტატები არიან თათია თვალაძე და თომა გლურჯიძე. ახალგაზრდა ოსტატების მთავარი მიზანია მხატვრული ხერხებით საქართველოს ფაუნის პოპულარიზაცია. „ჩვენ ვცდილობთ ხაზი გავუსვათ ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას და ამასთან ქართულ ხელნაკეთ ნივთებში ჩვენი ნიშა დავიმკვიდროთ.“-ამბობენ ოსტატები. სახელოსნოში შექმნილი თითოეული ნამუშევარი უნიკალური, დახვეწილი, დეტალურად არის დამუშავებული და მიახლოებულია ორიგინალთან. ძირითადი მასალა, რომელსაც ოსტატები იყენებენ არის ცაცხვი, ასევე სხვადასხვა სახეობის ხე. ისინი ყიდულობენ იმ მასალას, რომელიც მაგალითად, მასიური ავეჯისთვის გამოუსადეგარია. ამასთან ერთად აგროვებენ საინტერესო ფორმის ხის ნაჭრებსაც. ნამუშევარს ხშირად დამატებული აქვს სხვადასხვა ლითონის დეტალები. ყველა ნაკეთობას მოჰყვება პატარა ინფორმაცია სახეობაზე. ოსტატების მიერ შექმნილი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე, ასევე ხელნაკეთის ნივთების გაყიდვების პლატფორმა - ეთსიზე - https://www.etsy.com/shop/KatamuraFauna