ტაკურო შიბატას ონლაინ მასტერკლასი
სიახლეებზე დაბრუნება
ტაკურო შიბატა აშშ-ში მოღვაწე კერამიკოსია, რომელიც წარმოშობით იაპონიიდანაა. იგი ამჟამად მოღვაწობს სიგროუვში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც აშშ-ში კერამიკოსების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა. 2005 წლიდან იგი STARworks Ceramics-ის დირექტორია (Star, NC), ხელმძღვანელობს გუნდს, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის ველური თიხების გადამუშავებაზე მუშაობს. კომპანია აწარმოებს და ყიდის უნიკალურ თიხებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს აღმოსავლეთ სანაპიროზე, ცალკეულ კერამიკოსებს, სკოლებისა და სახელოვნებო ორგანიზაციებს შორის. მან ასევე შექმნა STARworks კერამიკის სტუდია, სადაც ასევე ფუნქციონირებს Artist-in-Residence პროგრამა.
ტაკურომ და მისმა მეუღლემ ჰიტომიმ ჩრდილოეთ კაროლინაში, საკუთარ სახლში, დაარსეს სახელოსნო, მათივე ხელით ნაგები შეშის ღუმლებით. ტაკურო აქტიურად მონაწილეობს გამოფენებსა და ღონისძიებებში. ასევე აქვს ლექციების, მასტერკლასების და სემინარების ჩატარების დიდი გამოცდილება; იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით აღიარებული კერამიკოსი და თიხის სპეციალისტია. მისი ნამუშევრები და თიხის შესახებ სტატიები ხშირად ქვეყნდება მედიასა და პუბლიკაციებში, ადგილობრივ და საერთაშირისო კონფერენციებზე. იგი კერამიკის საერთაშორისო აკადემიის წევრია.
მისი პრეზენტაცია Echoes in Clay-ის პროექტისთვის შეეხება როგორც ჩრდილოეთ კაროლინის ველური თიხის პრაქტიკაში გამოყენების სპეციფიკას, ისე მის ინდივიდუალურ მხატვრულ ხედვას და ტექნიკებს, რომლებსაც იგი საკუთარი ნამუშევრების შესაქმნელად იყენებს.
ვიდეო მასტერკლასი ჩატარდება პროექტის „ექო თიხაში ქართველი და ამერიკელი კერამიკოსების კულტურული დიალოგი და თანამშრომლობა“, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ გლენ ექო ფოტერისთან თანამშრომლობით. პროექტის მხარდამჭერია აშშ საელჩო თბილისში/კულტურისა და განათლების მცირე გრანტების პროგრამა.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და აშშ-ში კერამიკული ტრადიციების და ტექნიკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ ორი ქვეყნის კერამიკოსებს შორის სამომავლო შემოქმედებითი და სამეცნიერო კავშირების და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
პროექტი ითვალისწინებს ონლაინ მასტერკლასებს, ლექციების სერიებს, ვორქოფებს და ორივე ქვეყნის კერამიკული ტრადიციებით შთაგონებული ნამუშევრების ვირტუალურ გამოფენას.
შეხვედრა გაიმართება თარგმანის თანხლებით zoom-ის პლატფორმაზე.
გთხოვთ, დასასწრებად გაიროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: shorturl.at/yGRW0