მუზეუმების დღე

სიახლეებზე დაბრუნება

2022 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა

„მუზეუმების ძალა“.

მუზეუმებს აქვთ ძალა, გარდაქმნან სამყარო ჩვენს ირგვლივ.

მუზეუმები, როგორც აღმოჩენისა და შემეცნების საუკეთესო ადგილები, გვაცნობენ ჩვენს წარსულს და შთაგვაგონებენ ახალ იდეებს - უკეთესი მომავლის შენებისთვის.

მუზეუმების ერთ-ერთი ძალა სწორედ განათლების საშუალებით საზოგადოების განვითარებაა. მუზეუმები კოლექციებისა და პროგრამების საშუალებით ქმნიან სოციალურ ქსოვილს, რომელიც აუცილებელია საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. დემოკრატიული ღირებულებების დაცვით და ყველასთვის უწყვეტი განათლების შესაძლებლობის მიცემით, ისინი ხელს უწყობენ ინფორმირებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.

სწორედ ამ ძალას ეხმიანება ასოციაციისა და Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერთობლივი პროექტი „ბოლნისის მუზეუმი – მრავალფეროვნებისა და ინტეგრაციის ცენტრი“.

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მიერ და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კულტურულ დიალოგს ქვემო ქართლის მოწყვლადი თემის წარმომადგენლებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის გზით ტოლერანტობისა და „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ იდეის ხელშეწყობას.

 

 

 

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}