არტიზან სექტორის დარგობრივი უნარების ორგანიზაცია

სიახლეებზე დაბრუნება

არტიზან სექტორის დარგობრივი უნარების ორგანიზაცია უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა!
ორგანიზაციის მიზანია არტიზანულ სფეროში უნარების ეფექტიანი ეკოსისტემის ჩამოყალიბება და კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა.
არტიზანული სექტორი მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა ხის, ქვის, მინის, ლითონის, ქსოვილების (ქსოვს, ქარგვა, თელვა და სხვა), ტყავის მხატვრული დამუშავება, სადურგლო საქმე, კერამიკა, მინანქარი, საიუველირო საქმე, რესტაცრაცია-კონსერვაციის ხელობები და სხვა.
დუოს დამფუძნებელი წევრები არიან: საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, საქართველოს ხის დამამუშავებელთა და ავეჯის მწარმოებელთა ასოციაცია - მამუკა ხოშტარია, აფხაზეთის ხის დამამუშავებელთა და ხის ავეჯის მწარმოებელთა ასოციაცია - აკაკი გურგენიძე, ICOMOS საქართველო, ქართული ავეჯის კლასტერი, ხელსაქმის საერთაშორისო ასოციაცია.
აქტივობა ხორციელდება The USAID Industry-led Skills Development Program პროექტის - „კერძო სექტორის და დარგობრივი ცოდნის ინტეგრირება არტიზანულ სექტორში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის“ - ფარგლებში.

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}