ოსტატი
გიორგი ტატულაშვილი
599 275 568
Anna.tatulashvili@gmail.com
გორის მოჭიქული კერამიკის ტრადიციების გამგრძელებელი გიორგი ტატულაშვილი ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი გახდა. კერამიკოსი ქალაქ გორში ცხოვრობს და უკვე 20 წელზე წინაპრებისგან ნასწავლ ტრადიციულ ხელობას აგრძელებს.
ტატულაშვილების მთელი ოჯახი, კერამიკოსის ბაბუა, მამა და ძმა გორის ტრადიციულ კერამიკას ამზადებდნენ. წლების წინ ტატულაშვილების სახლი გორში საზოგადოებრივი თავშეყრის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა. სწორედ ამ სახელოსნოში შემორჩენილია XIX საუკუნის შეშის ღუმელი, რომელიც ოთარ ტატულაშვილს ეკუთვნოდა.
ტატულაშვილების კერამიკა განთქმული იყო გორში და საპატიო სტუმრები ყოველთვის მათი სახელოსნოს დასათვალიერებლად მიჰყავდათ მასპინძლებს.
დღეს ოჯახის ტრადიციების ერთადერთი გამგრძელებელი ბატონი გიორგი ტატულაშილი. კერამიკოსის ნამუშევრები მრავალფეროვანია. ის ამზადებს ფიალებს, დოქებს, სამქვევრებს, ჯამებს, სამაწვნე ქილებს, თეფშებს და სხვა ღვინის თუ საყოფაცხოვრებო ნივთებს. გამორჩეულია მისი თეთრ ჭიქურიანი ჭურჭელი, რომელზეც ცისფერი საღებავებით მცენარეული ორნამენტია დატანილი.
„ჩემმა ოჯახმა XIX საუკუნიდან დაიწყო თიხის დამუშავება და ნამუშევრების დამზადება. მეც მამისგან და ბაბუისგან ვისწავლე და დღეს მათ საქმიანობას ვაგრძელებ. ნამუშევრების შექმნისას ვხელმძღვანელობ ძველი ქართული კერამიკული ჭურჭლის ორნამენტით, ფერებით და ფორმით. “- ამბობს ბატონი გიორგი.
ჩემი ადგილმდებარეობა რუკაზე