ტრადიციული რეწვა - სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდების დასაქმებისა და რეგიონალური განვთარებისთვის

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული პროექტი „ტრადიციული რეწვა - სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდების დასაქმებისა და რეგიონალური განვთარებისთვის“    ითვალისწინებდა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდების - ტრადიციული რეწვის ოსტატებისთვის პროდუქციის განვითარების ტრეინინგების ჩატარებას, ახალი ხაზების და კოლექციების შექმნას და მათ მარკეტინგს, როგორც ადგილობრივად - ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი ტერიტორიაზე შექმნილ ახალ სარეალიზაციო ობიექტში, ისე თბილისში მაღაზია „ეთნოდიზაინში“ და დროებით გამფენა-გაყიდვებზე. პროექტი განხორციელდება სამცხე-ჯავახეთში ასოციაციის წევრი ოსტატებისა და მათი ახალგაზრდა შეგირდების ქსელის ბაზაზე. წინამდებარე ინიციატივა ეფუძნება საქართველოს რეგიონებში პროდუქციის განვითარების, ახალი კოლექციების შექმნის, ბრენდულ მიმართულებად ქცევისა და ყოველივე ამის სოციალური მიზნებით გამოყენების საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ დაგროვებულ გამოცდილებას.

პროექტი მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს სამცხე ჯავახეთის რეგიონში ტრადიციული რეწვის სექტორში ახალგაზრდა თაობის ჩართვასა და მათ ადგილზე დასაქმებაში. პროექტის ამოცანას წარმოადგენდა ერთის მხრივ ხელი შეუწყოს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე არსებული ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ბაზაზე ახალგაზრდების პროდუქციის განვითარებასა და მარკეტინგს, ოსტატ-შეგირდობის მოდელის დანერგვას, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ობექტებთან ადგილობრივი რეწვის პროდუქციის სოციალური მაღაზიების ქსელის შექმნას. ამ მიზნების მისაღწევად პროექტი ითვალისწინებდა ახალგაზრდებისთვის პროდუქციის განვითარების ტრეინინგების ჩატარებას, ერთობლივად ახალი ხაზების პირველადი დიზაინების შექმნას და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სარეალიზაციო ობიექტის მოწყობას (აღჭურვა, საპოპულარიზაციო მასალების შექმნა) და ამოქმედებას.   

38