მოთხოვნა ფასის შეთავაზებაზე კომპანიებისთვის
სიახლეებზე დაბრუნება
მოთხოვნა ფასის შეთავაზებაზე #13122023
ა (ა)იპ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია აცხადებს მოთხოვნას ფასის შეთავაზებაზე, რომელიც მოიცავს 2024 წლის 17 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით ღონისძიების „ტრენერთა ტრენინგისათვის“ შემდეგი მომსახურეობების გაწევას პროექტის „Greenhouse for Social Innovators” ფარგლებში:
- ვახშამი მონაწილეებისათვის ( 17 იანვარი და 22 იანვარი)
- ღონისძიების სინქრონული თარგმანი
- წყალი ვორქშოფის მონაწილეებისათვის
- საკონფერენციო/სივრცის ტრენინგის აქსესუარები ( 60 ადამიანისათვის)
- დროშები (საქართველო, ევროკავშირი) ღონისძიების სივრცისთვის და მეორადი გამოყენების ბანერის დამზადება (ცარცის დაფა)
- მრავალჯერადი გამოყენების ხელნაკეთი კერამიკული ჭიქების (60 მონაწილისთვის)
- ტრეინინგის ინვენტარის ტრანსპორტირება
ევროკავშირის პროგრამის „EU4Youth phase III Youth Employment and Entrepreneurship” დაფინანსებით (Grant Contract External Actions of the European Union - ENI/2021/423-431-01-0011). მოთხოვნა ფასის შეთავაზებაზე ხორციელდება კონტრაქტის ENI/2021/423-431-01-0011 ფარგლებში.
დამკვეთი: ა (ა)იპ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია
საკონტაქტო პირი: ირინა მანია, irina_mania@yahoo.com; +995 593906848
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 17-22 იანვარი, 2024 წელი. დამკვეთმა უნდა შეატყობინოს კონტრაქტორს თარიღის ცვლილების შესახებ ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. ასეთ შემთხვევაში ტექნიკურ დავალებაში მითითებული ყველა თარიღი უნდა დაკორექტირდეს შესაბამისად. ღონისძიების ახალი თარიღი იქნება დადგენილი ორივე მხარის ერთობლივი გადაწყვეტილებით.
ორგანიზებული ღონისძიების მიზანი: ტრენერთა ტრეინინგი თავს უყრის ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან და მიზნად ისახავს მათ გადამზადებას სოციალური საწარმოების მენტორობისათვის.
მონაწილეოების მაქსიმალური რაოდენობაა: მინ. 60 ადამიანი
ტექნიკური დავალება
კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი მომსახურეობები:
მონაწილეების ვახშმი (17 იანვარი და 22 იანვარი)
კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს ტრეინინგის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილეებისათვის ვახშამი მინ. ორი დღის მანძილზე. კონტრაქტორმა ყოველ ჯერზე უნდა შეათანხმოს მენიუ დამკვეთთან.
მომსახურეობის ტექნიკური თავისებურებები:
17 იდან 22 იანვარის პერიოდში კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს ვახშამი მინ. 60 ადამიანისათვის მინ. ორ შერჩეულ დღეს ქ. თბილისის რესტორანში,. ორივე ვახშმის ზუსტი თარიღი და დრო დაზუსტდება ღონისძიების დაწყებამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
ქართული რესტორანი უნდა მდებარეობდეს თბილისის ცენტრალურ უბანში, სტუმრების განთავსების ადგილის სიახლოვეს.
ვახშმის სავარაუდო დრო: 19:00სთ; 20:00 სთ
ვახშამი უნდა მოიცავდეს ქართული ტრადიციული სამზარეულოს კერძებს და შეთანხმებული უნდა იყოს წინასწარ ორგანიზატორებთან.
ვახშმის ზოგადი თავისებურებები:
მინ.4 სახეობის სალათი; მინ. 4 სახეობის ძირითადი კერძი (ხორცი, თევზი, ბოსტნეული), მინ. 4 სახეობის გარნირი; 2 სახეობის ცომეულიმინიმუმ 4 სახეობის დესერტი; ახლადმოხარშული ყავა და ჩაის ასორტიმენტი; მინერალური წყალი (გაზიანი და ჩვეულებრივი- ბოთლებში ან მინის დოქებში (მომსახურების წესი, როგორც შეთანხმებულია მომხმარებელთან). ), ხილის წვენი მინიმუმ 3 სახეობის, მიირთმევა პატარა შუშის ბოთლებში ან მინის დოქებში (მომხმარებელთან შეთანხმებით) .
კერძების მიწოდება:
- კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს რესტორნის სივრცეში ყველა სტუმრის განთავსება მაგიდებთან.
- კერძები უნდა იყოს მორთმეული კერამიკული ჭურჭლით (ჭიქები, თეფშები), ჭიქები, დანაჩანგალი (ჩანგლები, დანები, სუფრის კოვზი, ჩაის კოვზი, დესერტის ჩანგლები) საკმარისი რაოდენობით.
- კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს ქაღალდის ხელსახოცები
- კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს პერსონალის საჭირო რაოდენობა მომსახურებისთვის.
სინქრონული თარგმანის მომსახურეობა
მოთხოვნა ითვალისწინებს 2024 წლის 17-იდან 22 იანვრის ჩათვლით ( სულ 6 დღე) ტრეინინგის უზრუნველყოფას სინქრონული თარგმანით, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ თავისებურებებს:
- 17-18-19 იანვარი, სინქრონული უზრუნველყოფილი უნდა იყოს 3 ენაზე, 3 დღის განმავლობაში - ქართულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე და პირიქით .
- 20-21-22 იანვარი, ტრეინინგი ჩატარდება ბელორუსულ ენაზე. სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს 3 დღის განმავლობაში - ქართულ, ბელორუსულ , უკრაინულ ენებზე და პირიქით
სინქრონული თარგმანის დღიური ხანგრძლივობა არის მაქს. 6 საათი, რაც დაზუსტდება ღონისძიებამდე მინ. 5 დღით ადრე, საბოლოო სამუშაო განრიგის დადგენის შედეგად.
სამუშაოს დასაწყისი: მინ. 10:00 სთ
სამუშაოს დასასრული: მაქს.18:00 სთ
სინქრონული თარჯიმნების შეფასების კრიტერიუმები:
- მსგავს ღონისძიებებზე/ ტრეინინგებზე სინქრონული თარგმანის გამოცდილება
- სინქრონული თარგმანი უნდა განხორციელდეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალის მიერ ( თითო ენაზე მაქს. ორი ადამიანი)
საკონფერენციო/ტრენინგის სივრცის აქსესუარებით უზრუნველყოფა
კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს მინ. 60 მონაწილისათვის 6 დღის განმავლობაში შემდეგი სატრენინგო მასალა:
- წყალი ტრეინინგის მონაწილეებისათვის (60 ცალიX6 დღე)
- კალმები
- ჯგუფური მუშაობისათვის განკუთვნილი ფერადი წებოვანი ქაღალდები (მინ ერთი შეკვრა თითო მონაწილისათვის)
- ფლიპჩარტები
- ფერადი ფლომასტერი
სატრენინგო აქსესუარების რაოდენობა ან /და დამატებითი აქსესუარების საჭიროება დაზუსტებული იქნება მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიხედვით და ეცნობება კონტრაქტორს ღონისძიების დაწყებამდე მინ. 5 დღით ადრე .
დროშები და პროექტის ბანერი
კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს საკონფერენციო/სატრენინგო სივრცე დროშებით შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით:
- მცირე ზომის საქართველოს და ევროკავშირის დროშა მონაწილეთა და სარეგისტრაციო მაგიდაზე განსათავსებელად- მინ. 30 ცალი (ორივე ერთად)
- დიდი ზომის ევროკავშირის და საქართველოს დროშა - მინ. 3 ცალი
- მეორადი გამოყენების პროექტის ბანერი- ცარცის დაფა (ზომა: 234X1.34სმ)
პროექტის ბანერის ტექნიკური მახასიათებლები:
მეორადი გამოყენების ბანერი (ზომა: დაახლ: 2X1.34X1.34სმ)
მასალა: ცარცის დაფა
ფუნქცია: დასაკეცი ბანერი
ბანერის დიზაინი უნდა იყოს შეთანხმებული დამკვეთთან.
მეორადი გამოყენების ხელნაკეთი ბრენდირებული კერამიკული ჭიქები
კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეებისათვის მეორადი გამოყენების ხელნაკეთი ბრენდირებული კერამიკული ჭიქების დამზადება.
ტექნიკური მახასიათებლები:
რაოდენობა: მინ. 60 ცალი
ზომა: დაახლ: 10X6სმ
ბრენდირება: კერამიკული ჭიქებს უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის ლოგო, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დამკვეთის მიერ.
შეფუთვა: პროდუქცია უნდა იყოს მიწოდებული დამკვეთისათვის შესაბამისი სასაჩუქრე ყუთებითა და შესაფუთი პარკებით
პროდუქციის დიზაინი და ბრენდირება უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული დამკვეთთან .
კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული მომსახურეობების მენეჯმენტი და ღონისძიების პუნქტ.3 და პუნქტ.4 -ით გათვალისწინებული პროდუქტის განხორციელების ადგილზე (სასტუმრო „ფაინ ასტორია“, დ. ჭონქაძის 21) მოტანა და განთავსება.
სავალდებულო დოკუმენტაცია :
- ფასის შეთავაზების დეტალური გაანგარიშება, ფასის მითითებით ლარში (დღგ-ს გარეშე);
კომერციული შეთავაზების შეფასების მეთოლოგია :
მიღებული ფასების წინადადებების ხარისხის შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმის შესაბამისად:
- ყველაზე დაბალი ღირებულების საფასო შეთავაზება
- ვახშმის მომსახურეობის ყველაზე დაბალი შეთავაზება
- კონტრაქტორის გამოცდილება
საფასო შეთავაზება, უნდა იყოს წარმოდგენილი არაუგვიანეს 5 იანვრისა, 2024 წელი ელ-ფოსტის მისამართზე irina_mania@yahoo.com.
საფასო შეთავაზების ფორმა: https://shorturl.at/guF04
სხვა პირობები:
- გაწეული მომსახურების მიღებისა და
გადაცემის წესი: ხელშეკრულების პირობების მიხედვით.
- გადახდის პირობები: ხელშეკრულების პირობების მიხედვით.
- მითითებული ფასის წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე.
- შედეგები გამოცხადდება არაუგვიუანეს 2024 წლის 6 იანვრისა
- მომსახურეობის გადამხდელია: ააიპ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია