პროექტის „ხის ხელნაკეთი პროდუქციის მარკეტინგული პოტენციალის გაძლიერება გურიაში, კახეთსა და თიანეთში“ ფარგლებში, კახეთის რეგიონის ოსტატებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებები გაიმართა საოჯახო სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული სერვისების სხვა პროვაიდერებთან, მათ შორის:

  • სასტუმრო „სავანა“ – დედოფლისწყარო
  • „ლოსტ რიჯი“ – ბოდბე
  • შოურუმი „კერა“ – თელავი
  • „კებზარი“ – თელავი
  • მეღვინეობა „ბილუ როო“ – თელავი
  • მეღვინეობა „ითაბანი“ – ქვემო ალვანი
  • „ლაგაზი ვაინერი“ – ზემო ალვანი

ოსტატებისთვის ეს იყო შესაძლებლობა, გაეფართოებინათ გაყიდვების არხები და დამყარებინათ პირდაპირი კავშირი სასტუმროებთან, რესტორნებთან და ტურისტულ სერვისებთან, რაც მათ პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება. მათ მიიღეს უკუკავშირი ბიზნესის წარმომადგენლებისგან და გაიგეს, რა სახის ხელნაკეთი ნივთებია უფრო მოთხოვნადი ტურისტულ სექტორში, ასევე სამომავლოდ შეიძლება განავითარონ გრძელვადიანი თანამშრომლობა, რაც მათთვის სტაბილური შემოსავლის წყაროს შექმნის. ამასთან, შეხვედრები მათ დაეხმარება თავიანთი ბრენდის ცნობადობის გაზრდაში და პროდუქციის პოპულარიზაციაში.

ინიციატივა ხორციელდება „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა  „ECO.Georgia“-ს ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}