ტრადიციული რეწვის ასოციაციის ეთიკის კოდექსი აერთიანებს ფასეულობებს, პრინციპებს და სტანდარტებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ორგანიზაციამ და მისმა თითოეულმა წევრმა ტრადიციული რეწვის სფეროში საქმიანობის წარმართვისას. ტრადიციული რეწვის ასოციაციის ეთიკის კოდექსი ეფუძნება სამართლიანი ვაჭრობის, ჯანსაღი კონკურენციის, თანამშრომლობის პრინციპებს. მათი გატარებით ასოციაცია ხელს შეუწყობს სექტორში მოღვაწე ოსტატებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობას და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ასოციაციაში გაწევრიანებასთან ერთად წევრები ავტომატურად იღებენ ვალდებულებას შემდეგზე:
- მოუფრთხილდნენ და შეძლებისდაგვარად დაიცვან ქართული რეწვის ტრადიციები;
- კოლეგების, საზოგადოების სხვა წარმომადგენლების, ასევე ნამუშევრების შემფასებლების მიმართ იყვნენ კორექტულები და კოლეგიალურები;
- დაიცვან ტრადიციული რეწვის ასოციაციის ავტორიტეტი და საქმიანი რეპუტაცია;
- ყოველთვის და სრულად დაიცვან სხვა ავტორთა საავტორო და მომიჯნავე უფლებები;
- მომხმარებელს მიაწოდონ უტყუარი ინფორმაცია საკუთარ ნამუშევრებზე (გამოყენებულ მასალებსა და ტექნოლოგიებზე);
- ბიზნეს ურთიერთობების წარმოებისას დაეფუძნონ კეთილსინდისიერებას;