...
ნინო სამხარაძე

dea_sanikidze@yahoo.com

ფიზიკური პირი
თბილისი

ქ-ნი ნინო პროფესიით ფერმწერ-რესტავრატორია, მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. გარდა მისი პროფესიისა, მხატვარი წლების წინ აქტიურად იყო ჩაბმული ზოგადად კულტურის განვითარებაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ მან ჯერ ქ. ახალციხის სამხატვრო სკოლა დააფუძნა და იყო მისი პირველი დირექტორი. ამ საქმიანობების გარდა ქ-ნ ნინოს ყოველთვის იტაცებდა მრავალფეროვნება და დამატებით დაეუფლა მაკრამეს მეთოდით ქსოვის ტექნოლოგიას, ასევე პოლიმერული თიხით ხელნაკეთი სამკაულების შექმნას და ქვილთის ტექნოლოგიით.

დიდი ხანი არაა რაც ოსტატი დაკავებულია ხელნაკეთი დეკორატიული თოჯინებისა და საახალწლო დეკორაციების შექმნითაც. მას ეს მიმართულება შეისწავლა დამოუკიდებლად და დროთა განმავლობაში დახვეწა. ამ მიმართულებით ოსტატი ჩართული იყო USAID YES-Georgia პროგრამის ფარგლებში ქალთა მეწარმეობის მხარდასაჭერად მოწყობილ არაერთ გამოფენაში. ქ-ნმა ნინომ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში პირველლად მიიღო მონაწილეობა და ვიმდეოვნებთ, რომ მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება ჩვენს ღონისძიებებში.