...
თამარ იანვარაშვილი

599 609 056

tianvarashvili32@gmail.com

ფიზიკური პირი

სახელოსნო „თაიაში“ იქმნება მინიატურული ნამუშვრები, მდებარეობს არაგვისპირში ხელმძღვანელია ოსტატი თამარ იანვარაშვილი, რომელიც აღნიშნავს რომ მიმდინარეობას, რომელსაც ის მივსდევს ჰქვია დიორამა-სამგანზომილებიანი სცენა, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც კონკრეტული ადგილის, სახლის, ნივთის მინიატურა, ასევე წარმოსახვით შექმნილი. „ჩემი მთავარი მიზანია საქართველოში მინიატურული კულტურის განვითარება და გავრცელება.

“თაია”-ს ნამუშევრები პირდაპირ კავშირშია ემოციებთან, მთავარი დევიზიც ეს არის “შეეხე ემოციას”.“-აღნიშნავს ოსტატი. სახელოსნო წელიწადზე მეტია რაც არსებობს და ოსტატიც მუდმივად ცდილობს განავითაროს თავისი ხელსაქმე, კიდევ უფრო მეტი გაიგოს სხვადასხვა ზედაპირების დამუშავებაზე და განსხვავებული ეფექტების მიღების შესახებ. „ჩემთვის მინიატურები ჯადოსნური სამყაროა, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას გამოვხატო საკუთარი თავი და პატარა დეტალებისგან განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი ნივთები შევქმნა. თითქმის ყველა ჩემი ნამუშევარი იდუმლაია, თითოეულ მინიატურას თავისი სათქმელი აქვს და ამას მომხმარებელიც მარტივად ამჩნევს“-აღნიშნავს ოსტატი.