ოსტატი

ხეზე კვეთის ოსტატი

...
ემზარ კუხალაშვილი

595 501 107

emzari33@gmail.com

ფიზიკური პირი
შიდა ქართლი

რუკაზე ნახვა

ემზარ კუხალაშვილი ხეზე კვეთის ოსტატია ქალაქ გორიდან. ის მრავალი წელია მუშაობს ტრადიციული რეწვის დარგში და მისი მთავარი ინსპირაციის წყარო ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურა და ტრადიციული ორნამენტებია.
ხეზე კვეთის პარალელურად ის მუშაობს ქვასა და თაბაშირზე. ოსტატი ძირითადად ქმნის საეკლესიო ნივთებს, ავეჯს, სამუზეუმო ასლებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და სხვადასხვა ინტერიერის აქსესუარებს.
ხეზე კვეთის ოსტატის შესრულებული წმინდანთა სახეები, ორნამენტები და ჩუქურთმები გამოირჩევა შესრულების მაღალი ხარისხით და დახვეწილი დიზაინით. აღსანიშნავია ემზარ კუხალაშვილის განსაკუთრებული როლი პედაგოგიურ საქმიანობაში, რადგან მან რეგიონში არაერთ ახალგაზრდას ასწავლა ხეზე კვეთის ტექნოლოგია, შეაყვარა ეს საქმე და ახალ, დამოუკიდებელ გზაზე დააყენა.
 

ჩემი ადგილმდებარეობა რუკაზე