თბილისში თემის ჩართულობით ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია

პროექტი "თბილისში თემის ჩართულობით ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია" დაფინანსებულია შ.პ.ს. ოინგ შინ ჰუა იუნის მიერ UNESCO-ს პროგრამის „არამატერიალური მემკვიდრეობა, შემოქმდებითობა და ქალაქების მდგრადი განვითარება“ ფარგლებში. 

პროექტის მიზანია:

  1. UNESCO-ს მიერ შემუშავებული ინვენტარიზაციის მეთოდოლოგიის ურბანულ გარემოში ტესტირება, რაც გულისხმობს ინვენტარიზაციის პროცესში ქალაქის მოსახლოების აქტიურ ჩართულობას.
  2. თემის ჩართულობით ინვენტარიზაციის მეთოდოლოგიის შესახებ ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირება და ამ მიმართულებით მათი უნარების ამაღლება.
  3. ურბანულ გარემოში აკმ-ს პრაქტიცირებასთან დაკავშირებული თავისებურებების და არსებული გამოწვევების გამოვლენა.
  4. რეკომენდაციების შემუშავება ურბანულ გარემოში აკმ-ს ელემენტების შენარჩუნებისა და სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირებისთვის.
  5. ფართო საზოგადოების ინფორმირება ურბანულ გარემოში აკმ-ს პრაქტიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თემის ჩართულობის როლზე და ზოგადად აკმ-ს წვლილზე ქალაქების მდგრად განვითარებაში.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ 8 თვის განმავლობაში და ითვალისწინებდა ინვენტარიზაციის პროცესში ქალაქის მოსახლოების აქტიურ ჩართულობას. პროექტმა თავი მოუყარა სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მემკვიდრეობის სპეციალისტებს და ადგილობრივ ფასილიტატორებს, რათა აემაღლებინა მათი ცოდნა ურბანულ გარემოში აკმ-ს პრაქტიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თემის ჩართულობის როლზე და ზოგადად აკმ-ს წვლილზე ქალაქების მდგრად განვითარებაში. პროექტის აქტივობები მოიცავდა თემთან კონსულტაციებს და შეხვედრებს, ტრეინინგებს, საველე ინვენტარიზაციას (აუდიოვიზუალური ჩანაწერები, კითხვარები, არასტრუქტურირებული გასაუბრება და ა.შ). პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო-ისტორიები, რომელთა პრეზენტაცია გაიმართა 4-11 ივლისს, 2021 წელს „თბილისის ცოცხალი მემკვიდრეობის ონლაინ კვირეულის" ფარგლებში.

 


 
 

10