ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების გაზრდა ტრადიციული რეწვის ოსტატებისათვის

USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით  საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ განახორციელა პროექტი „ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების გაზრდა ტრადიციული რეწვის ოსტატებისათვის“

რომლის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი ხელნაკეთობების მწარმოებლების გაყიდვების გაძლიერება Covid-19 პერიოდში, ელექტრონული კომერციის საერთაშორისო პლატფორმებთან ადაპტაციის მხარდაჭერით.  გაიხსნა ქართველი რეწვის ოსტატების 80-მდე ონლაინ მაღაზია ამერიკულ გლობალურ პლატფორმა - Etsy -ზე.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და Etsy-თან თანამშრომლობის ფარგლებში ქართველ ოსტატებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია ეფექტურად და სწორად წარედგინათ საერთაშორისო ბაზარზე და ჰქონდათ წვდომა 40 მილიონ მყიდველთან. ყოველივე ამან უზრუნველყო გაყიდვებისა / შემოსავლების ზრდა და ქართული ხელნაკეთი პროდუქციის განვითარება. გარდა ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო პროფსიონალების მიერ, ოსტატებს ჩაუტარდათ ტრენინგები მაღაზიის მართვის, პროდუქციის ტრანსპორტირების და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

6