ექო თიხაში: ქართველი და ამერიკელი კერამიკოსების კულტურული დიალოგი და თანამშრომლობა

პროექტი „ექო თიხაში ქართველი და ამერიკელი კერამიკოსების კულტურული დიალოგი და თანამშრომლობა“  განხორციელდა საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ გლენ ექო ფოტერისთან თანამშრომლობით, აშშ საელჩო თბილისში/კულტურისა და განათლების მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოსა და აშშ-ში კერამიკული ტრადიციების და ტექნიკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ ორი ქვეყნის კერამიკოსებს შორის სამომავლო შემოქმედებითი და სამეცნიერო კავშირების და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

პროექტი ითვალისწინებდა ონლაინ მასტერკლასებს, ლექციებს, ვორქშოფებს და ორივე ქვეყნის კერამიკული ტრადიციებით შთაგონებული ნამუშევრების ვირტუალურ გამოფენას https://craftsassociation.wixsite.com/echosinclay.

ონლაინ მასტერკლასები და ვორქშოფები:

  1. ქვის მასის კერამიკა ნიუ მექსიკოში ერთი კერამიკოსის მიდგომა“, თეო ჰელმშტადტერი, გრინ რივერ ფოთერის, (სანტა ფე, ნიუ მექსიკო), დამფუძნებელი. https://youtu.be/h_xMY4ERbk0
  2. ტაკურო შიბატას მასტერკლასი - https://youtu.be/3A_kN7eKtcg
  3. შეხვედრა კერამიკოს - მაიკლ პონესთან - https://youtu.be/2tDawTVgGb4
  4. კევინ კროუს ონლიან მასტერკლასი და მექვევრეებთან შეხვედრა - https://youtu.be/zcqEWtpEdXc
  5. გიორგი ტატულაშვილის მასტერკლასი - https://youtu.be/5YjocHrh1T0
  6. ჯენ აზარიტის, გლენექო ფოთერი, ანა ჯაფარიძისა და ნინო კოპალაძის ერთოლივი მასტერკლასი
  7. ვირტუალური შეხვედრა ლორნა მიდენთან და სტუდია 1300 -https://youtu.be/_p_dfj-Uilc
  8. ვირტუალური შეხვედრა ჰაინი ბეილისთან და ოთარ შარაბიძესთან - https://youtu.be/oG-9QkJ-ANQ
  9. ვირტუალური შეხვედრა ოთარ ვეფხვაძესთან და ირინა სალმინასთან
  10. ვირტუალური შეხვედრა ქლეი ოფისთან

ონლაინ მასტერკლასების და შეხვედრების პარალელურად, განხორცილედა რეზიდენციის პროგრამა, ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციასთან გლენ ექო ფოთერისთან ერთად. რეზიდენციის ფარგლებში ამერიკელი წარმომადგენელი ადგილზე გაეცნო საქართველოს სხვადასვხა რეგიონში მცხოვრებ ასოციაციის წევრ კერამიკოსებს, ადგილობრივ ტრადიციებს და გამოცდილებას.

31