Pop Up ეთნოდიზაინი

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია საქართველოს კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „Pop Up ეთნოდიზაინი“. პროექტი გულისხმობდა ახალი მოძრავი სარეალიზაციო ობიექტის შექმნას, რომელიც ოსტატებს ახალი გაყიდვების არხს შესთავაზებს. მოძრავი ეთნოდიზაინი ორიენტირებული იქნება პროდუქციის რაოდენობრივ გაყიდვებზე და შესაბამისად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ოსტატების შემოსავლების ზრდაში.

ამ მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებდა მოძრავი/ტრანსპორტირებადი სარეალიზაციო ობიექტის აწყობას, აღჭურვას, მის განთავსებას ლოკაციაზე და ამოქმედებას.

ამასთანავე, პროექტი ითვალისწინებს ბრენდირებული პროდუქციის შესაფუთი მასალის და საინფორმაციო ბარათების დამზადებას, რაც ნამუშევრების მარკეტინგის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნაწილია. მოძრავი/ტრანსპორტირებადი მაღაზია ინოვაციური  პროექტია, რაც პირველ რიგში ეთნოდიზაინს საშუალებას მისცემს პანდემიის შედეგებით გამოწვეული  მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს  უფრო სწრაფი ტემპით. ამასთანავე, ახალი პროექტი ეთნოდიზაინს საშუალებას მისცემს  ეფექტურად შეცვალოს მაღაზიის ლოკაცია საჭიროების შესაბამისად და მოარგოს მომხმარებლის მოთხოვნებს მნიშვნელოვანი დამატებითი დანახარჯების გარეშე (სარემონტო სამუშაოები, აღჭურვა და ასხვ).

მოძრავი მაღაზია საშუალებას იძლევა დაიტესტოს საქართველოს სხვადასხვა ლოკაციები გაყიდვების პოტენციალის მიმართულებით, რისი გაკეთებაც საკმაოდ რთულია, როდესაც მუდმივად საიჯარო სივრცის უზრუნველყოფაა საჭირო (განსაკუთრებით რეგიონებში). ახალი კონსტრუქცია შესაძლებლობას იძლევა გაკეთდეს სამომავლო არჩევანი და შესაძლოა მოძრავი მაღაზია უფრო ხანგრძლივი პერიოდით განთავსდეს კონკრეტულ ადგილზე.

3