ქართველი ოსტატები/ საწარმოები Homo-Faber-ის საერთაშორისო პლატფორმაზე

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციის ხელშეწყობით და მიქელანჯელოს ფონდის ფინანსური დახმარებით ევროპული ქსელის Michelangelo Foundation - ის მიერ ინიცირებული ონლაინ საერთაშორისო პლატფორმაზე Homo Faber Guide პირველად განთავსდა მათ მიერ შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეული თბილისის ოსტატების/საწარმოების, გალერეებისა და მუზეუმების პროფილები. ასოციაციამ კოორდინაცია გაუწია პროფილების მომზადებას და Homo Faber Guide -ის პლატფორმაზე განსათავსებელი სხვა ტექნიკური საკითხების ორგანიზებას. საინფორმაციო შეხვედრაზე ჩაერთნენ ჩვენი კოლეგები შვეიცარიიდან, სადაც  დეტალურად იქნა განხილული პროფილებთან დაკავშირებული ყველა საკითხი. აღნიშნული პროექტი გახდება შერჩეული კანდიდატებისთვის წარმატების წინაპირობა და მნიშვნელონვად გაზრდის ქართული რეწვის ცნობადობას საერთაშორისო დონეზე. 

https://www.homofaber.com/intro?country=Georgia 

4