აჭარის ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება სამუზეუმო კოლექციებზე დაყრდნობით 2017-2019

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ 2017-2019 წლებში აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ტრადიციული რეწვის ასოციაციის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება“.

პროექტის მიზანი იყო:

  • აჭარაში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარებას სამუზეუმო კოლექციებზე დაყრდნობით.
  • განახლებული დიზაინის პროდუქციის შექმნას და ბაზარზე ტესტირებას.
  • ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია რეგიონში.

აღნიშული წლების განმავლობაში აჭარის რეგიონში მცხოვრებმა 50-მდე  ოსტატმა მიიღო გამოცდილება და კონკრეტული რეკომენდაციები სამუზეუმო კოლექციებზე დაყრდნობით ტრადიციული რეწვის პროდუქციის განვითარებისათვის, სამუზეუმო კოლექციებზე დაყრდნობით შეიქმნა 100-ზე მეტი განახლებული დიზაინის პროდუქცია და შექმნილი ნამუშვრები გამოიფინა სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებზე.

პროექტში მონაწილე რეწვის ოსტატების შერჩევა საგრანტო კონკურსის წესით განხორციელდა, ხოლო გამარჯვებულად გამოვლენილი ოსტატებისთვის ჩატარდა სასწავლო ვიზიტი აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებში. (მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, ქობულეთის მუზეუმი და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი). სასწავლო ვიზიტის დროს ოსტატები გაეცნენ მუზეუმში დაცულ კოლექციებს, არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალებს, რომელიც გახდა ახალი პროდუქციის შექმნის ინსპირაციის წყარო. სასწავლო ვიზიტის დროს, ჩატარდა ნამუშევრების ფოტოგრაფირება, რაც შემდგომში გამოყენებულ იქნა იდეების გენერირების ვორკშოფისთვის.

იდეის გენერირების ვორკშოპის დროს ასოციაციის ექსპერტმა თითოეულ ოსტატთან ერთად შეიმუშავა ახალი, თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციის დიზაინები, რომლებიც ნაკარნახევი იყო ოსტატების მიერ, სამუზეუმო კოლექციებში ნანახი ექსპონატების ორნამენტებით, ფერთა კომბინაციით, ფორმებით. ნამუშევრების შექმნის პროცესის პარალელურად ოსტატებს ჩაუტარდათ ინდივიდუალური კონსულტაციები, რომლის მიზანი იყო მიზანი იყო ასოციაციის ექსპერტთან ერთად დიზაინების დახვეწა და უშუალოდ პროდუქციაზე მუშაობისას რეკომენდაციების გაცემა.

43