სახელოსნო

...
კერა

555 209 055

lana.baakashvili@gmail.com

იურიდიული პირი
თბილისი

სახელოსნო მდებარეობს თბილისში, სადაც მუშაობენ ოსტატები ლანა ბააკაშვილი, რომელსაც დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, თუმცა 15 წელი სრულიად სხვა პროფესიით მუშაობდა, მარიამ ტვილდიანი, რომელიც პროფესიით იაურისტია და ია კლიდაშვილი  ფილოლოგი. სწორედ თიხისადმი სიყვარულმა მეგობრები გააერთიანა და პანდემიამ მათ წლების განმავლობაში განუხორციელებელი საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა მისცა. ოსტატებს თიხაზე მუშაობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შესანიშნავმა ოსტატმა ნატო წიკლაურმა შეასწავლა. სახელოსნოში იქმენბა  განსხვავებული ორნამენტებით გაფორმებულ დეკორატიულ და გამოყენებით ჭურჭელს, სუვენირებს, ინტერიერის აქსესუარებს. როგორც ოსტატები აღნიშნავენ საზოგადოებისგან დიდმა ინტერესმა მათ სტიმული და მოტივაცია მისცა გაორმაგებული ენერგიით იმუშაონ და გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა. სახელოსნოში წარმოებული ნამუშვრების რეალიზაცია ძირიტადად ხდება სოციალური ქსელების მეშვეობით. სახელოსნომ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში წელს პირველლად მიიღო მონაწილეობა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება ჩვენს ღონისძიებებში.