...
ასმათ გოგატიშვილი

asm10ko@gmail.com

ფიზიკური პირი
იმერეთი

ასმათ გოგატიშვილი პროფესიით ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია, თუმცა რამდენიმე წელია პროფესიულ საქმიანობასთან ერთად დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებითაა  გატაცებული და სხვადასხვა მასალის გამოყენებით ქმნის მოკრძალებულ შემოქმედებით ნივთებს, რომელთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია დღესასწაულებთან ( შობა-ახალი წელი, აღდგომა...).

„ეს სფერო მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ყოველთვის ვიყო სილამაზის ძიების პროცესში. პარალელურად ვეცნობი ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და უპირატესობას ვანიჭებ ისეთ შემოქმედებას, სადაც ძველისა და ახლის შერწყმა, ტრადიციული შინაარსის ნოვატორული ფორმით გადმოცემაა მთავარი.“- ამბობს ოსტატი.