ასოციაციის წევრობა ღიაა როგორც ინდივიდებისთვის, ისე ორგანიზაციებისთვის. ნამდვილ წევრს უფლება აქვს:

  • აირჩიოს ან იყოს არჩეული ასოციაციის გამგეობის წევრად
  •  ასოციაციის საერთო კრებაზე განსახილველად წამოაყენოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები 
  •  მონაწილეობა მიიღოს გამგეობის კენჭისყრაში
  • ჰქონდეს წვდომა ასოციაციის მიერ დადგენილ შეთავაზებებზე;

ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ტრადიციული რეწვის ნიმუშების რეალიზაციას და მარკეტინგს, აწარმოებს ტრადიციული რეწვისთვის საჭირო ნედლეულს, ამ სფეროში ეწევა საგანმანათლებლო, კვლევით ან სხვა მომიჯნავე საქმიანობას.

  • ასოციაციის საერთო კრებაზე განსახილველად წამოაყენოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
  • ჰქონდეს წვდომა ასოციაციის მიერ დადგენილ შეთავაზებებზე; ასოციაციის ქომაგი შეიძლება გახდეს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უშუალოდ არ არის ჩართული ტრადიციული რეწვის სფეროში, თუმცა სურვილი აქვს იყოს ასოციაციის წევრი და ამ გზით იზრუნოს ქართული რეწვის ტრადიციების შენარჩუნებასა და დარგის განვითარებაზე.

მეგობარს უფლება აქვს:

  • მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საერთო კრებაზე საკითხების განხილვაში
  • ჰქონდეს წვდომა ასოციაციის მიერ დადგენილ შეთავაზებებზე.

ხშირად დასმული კითხვები

ფიზიკურმა და ინდივიდუალურმა პირებმა უნდა შეავსონ წევრობის საპლიკაციო ფორმა ასოციაციის ვებ გვერდზე გრაფაში "შემოგვიერთდით".

ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ასოციაცია წელიწადში ორჯერ მართავს ტრენინგებს პროდუქციის განვითარების, ბიზნეს უნარების ასამაღლებელ და სხვა აქტუალურ საკითხების შესახებ. ასოციაცია უზრუნველყოფს წელიწადში ორ ინდივიდუალურ კონსულტაციას პროდუქციის განვითარებისთვის. დამატებითი კონსულტაცია იქნება ფასიანი. კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

ასოციაცია სისტემატიურად უზრუნველყოფს თავის წევრების საქმიანობის პოპულარიზაციას (მათი პირადი პროფილი) ვებ-გვერდზე, სოციალურ ქსელებში, ასევე სატელევიზიო, რადიო გადაცემებისა და სხვა ბეჭდური მედია საშუალებების მეშვეობით (თემის შესაბამისობიდან გამომდინარე). ფართო აუდიტორიაში, რეწვის ოსტატების სტატუსის ამაღლების მიზნით, ასოციაცია აწარმოებს სპეციალურ დაჯილდოებებსა და პრიზებს, რომლებსაც შეარჩევს და მიანიჭებს სპეციალურად დაკომპლექტებული საბჭო. ნომინაციების და შერჩევის კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ვრცელდება ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის მეშვეობით. ასოციაცია უზრუნველყოფს მისი წევრების ღონისძიებების პოპულარიზაციას ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების საშუალებით, რისთვისაც წევრმა ასოციაციას წინასწარ (მინ. 1 კვირით ადრე) უნდა მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ.

დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად, ასოციაცია დააკავშირებს ერთმანეთთან მის წევრებს სხვადასხვა კორპორატიულ კლიენტებს და ტურისტულ კომპანიებს. ასოციაცია უზრუნველყოფს მისი წევრების ხელნაკეთის პროდუქციის მარკეტინგს ასოციაციის მაღაზია „ეთნოდიზაინში“. პროდუქცია უნდა შეიქმნას ასოციაციის ექსპერტების ხელმძღვანელობით და უნდა შეესაბამებოდეს მაღაზიის კონცეფციას (ტრადიციისა და ინოვაციის სინთეზი) და ხარისხის შესაბამის სტანდარტებს. ასოციაცია უზრუნველყოფს წევრების პროდუქციის მარკეტინგს ყოველწლიური თემატური გამოფენა- გაყიდვების დროს, როგორიცაა შობა, ქალთა საერთაშორისო დღე და აღდგომა. აღნიშნული გამოფენებისთვის პროდუქცია უნდა შეიქმნას ასოციაციის ექსპერტების ხელმძღვანელობით, უნდა შეესაბამებოდეს გამოფენის დიზაინსა და ხარისხის შესაბამის სტანდარტებს.

ასოციაცია სიახლეებისა და ინფორმაციის გავრცელებას რეწვის სფეროსთან დაკავშირებულ ტრენინგებზე, საგრანტო კონკურსებზე, კონფერენციებზე, ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებზე, ფესტივალებზე და გამოფენა- გაყიდვებზე უზრუნველყოფს ვებ-გვერდის, ელ- ფოსტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. ასოციაცია მხარს უჭერს წევრების მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენა/გაყიდვებში და უზრუნველყოფს პირველადი კომუნიკაციის დამყარებას მასპინძელ ორგანიზაციებთან.

ასოციაცია თავის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობით განსაზღვრავს ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს და ახდენს ადვოკატირებას სხვადასხვა დონეზე სათანადო სახელმწიფო სტრუქტურებთან.

ასოციაცია ხელს უწყობს სწვალებას და თანამშრომლობას ფორმალურ და არაფორმალურ სასწავლო ერთეულებს შორის, ხელს უწყობს ოსტატ-შეგირდთა ურთიერთობის განვითარებას, საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად. ასოციაცია პროფესიონალ და გამოცდილ ოსტატებს აკავშირებს საგანმანათლებლო/პროფესიულ ცენტრებთან, რათა ჩაერთონ სასწავლო პროცესებში.

ასოციაცია აწარმოებს რეწვის სფეროში სამეცნიერო და გამოყენებით კვლევებს, რაც წარმოაჩენს ბაზრის მოთხოვნებს და ტრადიციული რეწვის საფრთხის წინაშე მყოფ დარგებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. კვლევები ვრცელდება ასოციაციის წევრებს შორის და ასევე ხელმისაწვდომია თემით დაინტერესებული სხვა პირებისთვის. კვლევის შედეგად გამოვლენილი სტატისტიკა გამოყენებულ იქნება სახელმწიფო სტრუქტურებთან ტრადიციული რეწვის სექტორის ინტერესების ადვოკატირებისთვის.

  • ასოციაციის წევრები მიიღებენ 20% ფასდაკლებას ასოციაციის მაღაზია „ეთნოდიზანში“ წარმოდგენილ პროდუქციაზე.
  •  ასოციაციის წევრები მიიღებენ 15% ფასდაკლებას ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საახალწლო, სააღდგომო და სხვა გამოფენა-გაყიდვებზე.
  •  ფასდაკლების პროგრამა წევრებს შორის.

  • წლიური საწევრო გადასახადი ინდივიდუალური პირებისთვის - 60 ლ.
  •  წლიური საწევრო გადასახადი ორგანიზაციებისთვის - 120 ლ.

ნამდვილი წევრი შეიძლება გახდეს ოსტატი (ფიზიკური პირი) ან ორგანიზაცია (იურიდიული პირი), რომელიც მოღვაწეობს ტრადიციული რეწვის სფეროში.

  •  ორგანიზაციების შემთხვევაში ასოციაციის შეთავაზებებით ისარგებლებს ორგანიზაცია და არა ინდივიდუალურად მისი ცალკეული წევრი. ტრენინგებითა და კონსულტაციებით ერთჯერადად ისარგებლებს ორგანიზაციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. პირებს, რომლებიც წარმოადგენენ წევრ ორგანიზაციას და ამავდროულად სურთ, რომ ინდივიდუალურად ისარგებლონ ასოციაციის მომსახურებით, უფლება აქვთ პარალელურად გაწევრიანდნენ როგორც ინდივიდუალური პირები.
  • ასოციაციის ბაზაში საკონტაქტო მონაცემების ცვლილებაზე ინფორმაციის მოწოდებაზე პასუხიმგებლობა ეკისრებათ ასოციაციის წევრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასოციაცია პასუხს არ აგებს სრულ ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე.
  •  ასოციაციის წევრი ვალდებულია ასოციაციის ხელშეწყობით წარმატებით განხორციელებული პროექტის ან გარიგების შესახებ აცნობოს ასოციაციას, მიღწეული შედეგების წარდგენისას მოიხსენიოს ასოციაციის სახელი და მოთხოვნის შემთხვევაში ასოციაციის საანგარიშო შეხვედრაზე წარმოადგინოს მოხსენება განხორციელებული სამუშაოს შესახებ.
  •  წევრობის ტიპის ცვლილება ხდება წევრის მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნების განხილვა ხდება საბჭოს მიერ კვარტალურად. ცვლილება განხორციელდება მხოლოდ მოთხოვნილი წევრობის ტიპის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
  • ასოციაციის წევრს წევრობა შეიძლება შეუწყდეს: ა. საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ. წევრის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში გ. საწევროს გადაუხდელობის შემთხვევაში: ექვსი თვის გადაუხდელობის შემთხვევაში ასოციაციის წევრს შეუწყდება წევრობის სტატუსი. დ. ასოციაციის ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში. ასოციაცია უფლებას იტოვებს შეცვალოს წევრობის პირობები, რის შესახებაც ასოციაციის წევრებს წინასწარ ეცნობებათ. ცვლილებები ძალაში შევა ასოციაციის მომდევნო საწევრო გადასახადის დამატებებითი გადახდის მომენტიდან.